Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კანი:“ სანდრო ბარელაზე უკეთესი გახდება, კიაერი საუკეთესოა…“

ბრეშას ყოფილმა თავკაცმა ლუიჯი კანიმ, რომელიც სანდრო ტონალის მწვრთნელიც გახლდათ, სერია ა-ში საუკეთესო მცველები დაასახელა და ტონალიზეც ისაუბრა.

„ჩემი ფავორიტი მცველები ? მე მომწონს დე ლიხტი და ტომორი, მაგრამ ვფიქრობ, რომ კიაერი დღეს ყველაზე კარგი მცველია და ძალიან სამწუხაროა, რომ ტრავმისადმი მიდრეკილია.

„რომანიოლი ? მას ძალიან დიდი პოტენციალი ჰქონდა, თუმცა მილანში მისვლის შემდეგ ვერ განვითარდა და ვფიქრობ, რომ მილანმა ის უნდა გაუშვას.

„ტონალი ? მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. გასულ სეზონში სანდროს გარკვეული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ამ სეზონში მან თავისი პოტენციალის გამოვლენა დაიწყო და ვფიქრობ, რომ ის ძალიან მალე ნიკოლო ბარელაზე უკეთესი გახდება.“