კანტემ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
როგორც ჩანს, ანტონიო კონტეს ფონს გასვლა ნ’გოლო კანტეს გარეშე მოუწევს…
ფრანგული გამოცემა Telefoot-ის მტკიცებით, კანტე ჩელსიში თავს კარგად გრძნობს და ის გუნდის დატოვებას არ აპირებს.
მისი გაშვება არც ლურჯების მთავარ მწვრთნელს სურს. ხშირი ტრავმების მიუხედავად, ლემპარდი 29 წლის ფეხბურთელის შესაძლებლობებში დარწმუნებულია და მისი მოთხოვნით გუნდი კანტეს გაყიდვას აღარ აპირებს.