Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კანტეს კონტეს გუნდში სურს

ანტონიო კონტე ნ’გოლო კანტეს ტრანსფერზე დანებებას არ აპირებს და მისი მოთხოვნით ინტერი ჩელსის სხვადასხვა ვარიანტებს სთავაზობს.

ბოლო წინადადებით ინტერმა ლურჯებს რამდენიმე დღის წინ მიმართა. ნერაძურის კანტეს ტრანსფერში ბროზოვიჩის ან კრისტიან ერიქსენის ჩართვა სურდა, რაზეც უარი მიიღო…

მიუხედავად ამისა, ინტერი ფეხბურთელის გაფორმების იმედს არ კარგავს და Gazzetta dello Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სერია ა-ში გადასვლის წინააღმდეგი არც თავად კანტეა და მან საკუთარი სურვილის შესახებ გუნდის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა.

კონტესა და ჩელსის მფლობელებს შორის არც თუ ისე კარგი ურთიერთობის გამო, ლურჯები დათმობაზე წასვლას არ აპირებენ და კანტეს მხოლოდ 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდიან, შესაბამისად ინტერს რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს…

Leave a Reply

Your email address will not be published.