Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კანტეს ჩელსის დატოვება სურს

ფრანგული გამოცემა Le Parisien-ის ინფორმაციით, ნ’გოლო კანტეს ჩელსის დატოვება სურს. გამოცემის მტკიცებით, ფეხბურთელსა და გუნდის მთავარ მწვრთნელს, ლემპარდს შორის ურთიერთობა ძალიან დაძაბულია და ფრანგი ფეხბურთელი გუნდში დარჩენას არ აპირებს.

კანტე გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ინტერის მთავარი სატრანსფერო სამიზნე იყო და ნერაძურის რიგებში თამაშის წინააღმდეგი არც თავად ნ’გოლო არ არის, თუმცა გუნდებმა ფასზე შეთანხმება ვერ მოახერხეს.

ინტერი კანტეს იანვარში მიუბრუნდება და მწვრთნელს და ფეხბურთელს შორის კონფლიქტი მათ წისქვილზე ასხავს წყალს.