კაპელო:“მილანმა ზლატანი უნდა დაიტოვოს“

ფაბიო კაპელო მილანს ურჩევს,რომ იბრაჰიმოვიჩთან საერთო ენა გამონახოს და ის გუნდში დატოვოს.

შვედი ფეხბურთელი მილანში იანვარში დაბრუნდა და მისი გუნდში მისვლა როსონერის პირველივე თამაშიდან დაეტყო,თუმცა სამწუხაროდ ზლატანმა ტრავმა მიიღო და ახლა რეაბილიტაციის კურსს კადის.

38 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება და მისსა და გაზიდის შორის მომხდარი კონფლიქტის გამო,ლეგენდარული შვედი დიდი ალბათობით მილანს დატოვებს.

„უკვე რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ,მილანმა ზლატანი უნდა შეინარჩუნოს.მხარეებმა უთანხმოება გვერდზე უნდა გადადონ და გუნდისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგან.ის გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა.“

იბრაჰიმოვიჩმა მილანში 10 თამაშის ჩატარება მოასწრო და 4 გოლის გატანა და ერთი საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

Leave a Reply

Your email address will not be published.