Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კაპელომ ზლატანი გააკრიტიკა:“ ახლა სანრემოს დრო არ არის“

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ ზლატან იბრაჰიმოვიჩის გადაწყვეტილება გააკრიტიკა.

39 წლის ფეხბურთელი Sanremo-ს მუსიკალურ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 2-დან 6 მარტამდე ყოველდღე გაიმართება, რის გამოც ის გუნდთან ერთად ვარჯიშს ვერ მოახერხებს.

„მას იქ ყოფნა სურს, თუმცა ჩემი აზრით პროფესიონალს, რომელიც ვარჯიშებს ძალიან სერიოზულად ეკიდება, ასეთი გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო.

„მე რომ მილანის მწვრთნელი ვყოფილიყავი, მას წასვლის უფლებას არ მივცემდი. მას ხელფასს გუნდი უხდის და ამიტომ მილანს და გულშემატკივრებს პატივი უნდა სცეს.

„მილანს მისთვის წასვლის უფლება არ უნდა მიეცა…“