Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კაპელომ იუვენტუსი – ბარსელონას მატჩზე ისაუბრა

იუვენტუსის მიმართ გუშინდელი თამაშის შემდეგ კრიტიკა არ წყდება. ამჯერად ამ შეხვედრაზე ფაბიო კაპელომ ისაუბრა.

„იტალიის საუკეთესო გუნდმა კრიზისში მყოფ ბარსელონას, რომელმაც ახლახანს კლასიკო წააგო, კარშიც კი ვერ დაურტყა. გუნდებს შრის ასეთ სხვაობას ნამდვილად არ ველოდი და სიმართლე რომ გითხრათ, შოკირებული ვიყავი.

„ბარსელონამ ძალიან გამაკვირვა, მათ ორის მაგივრად 8 გოლი უნდა გაეტანათ. მე ვნახე აგრესიული და ორგანიზებული გუნდი, მესიმ შესანიშნავად ითამაშა.

„ფედერიკო კიეზა ძალიან ხშირად თავისუფალი იყო, თუმცა რატომღაც ბურთი ყოველთვის დიბალასკენ მიდიოდა, მაშინაც კი, როდესაც მას რამდენიმე ფეხბურთელი იყვანდა.

„აქედან გამომდინარე ბარსელონა ბურთს ძალიან მალე იბრუნებდა და ისეთი სისწრაფით თამაშობდა, რომ იუვე მათ ტემპს ვერ ჰყვებოდა.“