Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კაპელომ იუვენტუსში მილიკის შესაძლო ტრანსფერი შეაფასა

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელო ბოლო საათებში მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც იუვენტუსი მარსელიდან არეკ მილიკის გაფორმებას ცდილობს.

„ვფიქრობ, რომ იუვენტუსს გუნდში ხარისხი აკლია. მე ბოლო საათებში მილიკის თაობაზე საუბარი ხშირად მესმის, მაგრამ არ მგონია, რომ ის არის ფეხბურთელი, ვისაც მოედანზე ხარისხის შექმნა შეუძლია.

„მილიკი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ არა ის, ვინც იუვენტუსს სჭირდება და ვისზეც ბიანკონერის ქომაგები ოცნებობენ. ის როტაციაში გამოსადეგი იქნება, მაგრამ არა სასტარტო შემადგენლობაში.“