Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კაპელომ რონალდუ გააკრიტიკა

იუვენტუსში გადასვლის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუ გუნდის უდაო ლიდერი გახდა და ბიანკონერისთვის გამარჯვება ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე არაერთხელ მოუტანია, თუმცა მილანთან მატჩი იმ გამონაკლის შეხვედრებსი შევიდა, რომლებშიც კრიშტიანუ საერთოდ არ ჩანდა.

გამარჯვების მიუხედავად, ფაბიო კაპელომ რონალდუს მიმართ კრიტიკული კომენტარი არ დაიშურა.

„პირლოს მილანის წინააღმდეგ კრიშტიანუს გარეშე მოუწია თამაში. დღეს პორტუგალიელი მოედანზე საერთოდ არ ჩანდა და ჩემი აზრით, ეს მისი იუვენტუსში ტრანსფერის შემდეგ ყველაზე ცუდი შეხვედრა იყო.“