Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კაპელომ სარი გააკრიტიკა

ფაბიო კაპელოს აზრით,სარიმ Coppa Italia-ს ფინალში რამდენიმე შეცდომა დაუშვა,მათ შორის პენალტების სერიაში რონალდუს ბოლოსთვის შემონახვა.

მოგეხსენებათ,ძირითადი დრო ფრედ,ანგარიშით 0 – 0 დასრულდა და პენალტებში ნაპოლიმ 4 – 2 იმარჯვა,თუმცა პორტუგალიელ ვარსკვლავს პენალტის დარტყმა არ დასცალდა.

„როგორც წესი,ჩემი გუნდის საუკეთესო შემსრულებელი ყოველთვის მე-4 ურტყავს პენალტს.პირველი ყოველთვის ყველაზე თავდაჯერებული და ცივსისხლიანი ფეხბურთელია.ჩემს კარიერაში ბევრჯერ მომხდარა,რომ პენალტების წინ,ფეხბურთელი თავად მოსულა და პირველი პენალტის დარტყმის სურვილი გამოუთქვამს,რისი ნებაც მე ხშირად მიმიცია.

„იუვენტუსმა მეორე ნახევარი საშინლად ჩაატარა,ზუსტად ისე,როგორც ეს მილანთან შეხვედრაში მოხდა.სარის სიტყვები,რომ იუვენტუსის ამ შემადგენლობას რომელიმე პოზიციაზე სიმწვავე აკლია,უცნაურია.იუვენტუსს უამრავი არაჩვეულებრივი ფეხბურთელი ჰყავს,რომელთა ხარისხში ეჭვის შეტანა შეუძლებელია.“

„ვფიქრობ,სარი იუვენტუსში მომავალ სეზონშიც დარჩება.იუვენტუსის ამუშავება ასე მარტივი არ არის.იქ არიან ფეხბურთელები,რომლებიც მსოფლიოში უმაღლეს დონეზე იმყოფებიან და ყველა მწვრთნელმა მათი პატივისცემა უნდა მოიპოვოს და თავისი ფეხბურთის საუკეთესო მხარე დაანახოს.“

Leave a Reply

Your email address will not be published.