Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კაპელო:“შახტარი ძლიერი გუნდია, თუმცა…“

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ინტერსა და შახტარს შორის გამართულ დაპირისპირებაზე ისაუბრა, რომელიც დღეს, 23:00 საათზე გაიმართება.

„ჩემი აზრით, ინტერი ფინალში გავა. შახტარი ძალიან კარგი გუნდია, რომელიც შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებს და ნახევარდაცვის და შეტევის ხაზში ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ, თუმცა დაცვა უკეთესის სურვილს ტოვებს და ისინი ლუკაკუს გაჩერებას ვერ მოახერხებენ.

„ლუკაკუმ მოახერხა, რომ ლაუტარო მარტინესთან შესანიშნავი დუო შეექმნა და თავისი ფიზიკური მონაცემებით თავის თანაგუნდელებს შეტევაში ძალიან ეხმარება.

„იტალიაში მას თამაში უფრო გაუადვილდა, რადგან სერია ა-ში ფიზიკურად მასზე ძლიერი მცველები არ არსებობენ.

„მომდევნო სეზონში იუვენტუსის რეალური მეტოქე ინტერი იქნება. გუნდი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კიდევ გაძლიერდება და ბიანკონერის წინ რთული პერიოდი ელის.“

Leave a Reply

Your email address will not be published.