Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კაპელო:“ ალეგრისთვის იუვენტუსში დაბრუნება შეცდომა იყო“

ფაბიო კაპელომ მასსა და მაქს ალეგრის შორის მსგავსებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაქსის იუვენტუსში დაბრუნება შეცდომა იყო.

„მსგავსება ჩემსა და ალეგრის შორის ? ვფიქრობ, რომ ჩვენი იდეები ერთმანეთს ძალიან ჰგავს. განსხვავებული სქემები, თამაშის კარგად წაკითხვა და მატჩებში ცვლილებებით გამარჯვება, მე მასში ჩემს თავს ვხედავ.

„იუვენტუსში დაბრუნება ? ჩემი აზრით, ალეგრი მადრიდის რეალში მისვლას უნდა დათანხმებოდა და იუვენტუსში არ უნდა დაბრუნებულიყო. მე მას ვუთხარი, რომ ის რთულ მომენტებში კრიტიკის მთავარი ობიექტი გახდებოდა და ასეც მოხდა.

„მისი შეცდომები ? მაქსმა სტარტზე რამდენიმე შეცდომა დაუშვა, თუმცა ეს აუცილებელი იყო გაეგო, როგორ უნდა გამოეყენებინა იუვენტუსის დღევანდელი რესურსი. მაქსმა ყოველთვის იცის, თუ რა მიმართულებით წაიყვანოს გუნდი, თუმცა თავად გადაწყვეტილება, რომ იუვენტუსში დაბრუნებულიყო, შეცდომა იყო.

„ვფიქრობ, რომ ალეგრი ცოტა ზარმაცია და მას სურს, რომ სახლთან ახლოს იყოს. იუვენტუსი მისთვის კომფორტული არჩევანი გალდათ, რადგან უცხოეთში ახალი ფეხბურთელების და მათი განსხვავებული ჩვევების სწავლა მოგიწევს, რისი გაკეთებაც მაქსმა არ ისურვა.

„იუვენტუსის პრობლემები შეტევაში ? ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი არა უშუალოდ ფორვარდების, არამედ შექმნილი შანსების ნაკლებობის ბრალია. ალვარო მორატა თითქმის ყოველთვის გუნდისგან იზოლირებულია.

„ჩემპიონთა ლიგაზე ვილიარეალთან მატჩი ? იუვენტუსის პრობლემების გათვალისწინებით, ესპანელები ფავორიტებად მიმაჩნია. მათ ძალიან კარგი გუნდი და შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავთ, რომელიც თასებზე ყოველთვის კარგად ასპარეზობს.

„ტრანსფერი, რომელიც ალეგრის სჭირდება ? ვფიქრობ, რომ მისი მოთხოვნა ნახევარდაცვის გაძლიერება იქნება, რომელიც იუვენტუსის ტემპს გააკონტროლებს.

„მაქსმა ამ პოზიციაზე რემსის, არტურის და ლოკატელის გამოყენება სცადა, თუმცა არც ერთმა მათგანმა არ გაამართლა. ლოკატელი დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ჩემი აზრით ის უფრო მეცალას პოზიციას მოერგება.“