Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კაპელო:“ ალეგრი იუვეში ? დაბრუნება ხშირად არ ამართლებს…“

ფაბიო კაპელო მაქს ალეგრის იუვენტუსში შესაძლო დაბრუნებას გამოეხმაურა.

„ყველა წარმატებული მწვრთნელი, რომელიც გუნდიდან წავიდა, შემდეგ კი დაბრუნდა, არც თუ ისე წარმატებულები გამოდგნენ და ამის თქმა საკუთარი გამოცდილებით შემიძლია.

„ალეგრის იუვენტუსში დაბრუნება ლოგიკას მოკლებული ნაბიჯი იქნება. მაშინ რას ემსახურებოდა მისი გუნდიდან წასვლა ?

„იუვენტუსში სარი მივიდა, მაგრამ მან სასურველი სურათის შექმნა ვერ მოახერხა და ჩვენ იმის თქმა შეგვიძლია, რომ მენეჯმენტმა გარკვეული შეცდომები დაუშვა, მწვრთნელებზე მეტად გუნდის სიტუაცია სწორედ მათი ბრალია.

„3 წელიწადში 3 მწვრთნელის შეცვლა გუნდისთვის კარგი არასოდეს არ არის და ვფიქრობ, რომ იუვენტუსში ვიღაცამ თავისი შესაძლებლობები ზედმეტად მაღალ დონეზე შეაფასა.“