Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კაპელო:“ ასეთი რეალის წინააღმდეგ, ინტერს უკეთესად თამაში მართებდა“

ფაბიო კაპელომ ინტერი – რეალის მატჩზე ისაუბრა, რომელიც ბლანკოსის გამარჯვებით, ანგარიშით 0 – 2 დასრულდა.

„ინტერმა თამაში ძალია ნცუდად დაიწყო, მათ მონდომება საერთოდ არ ეტყობოდათ. პირველ ნახევარში ინტერს 3 მცველი ჰყავდა რეალის ერთი დავდამსხმელის წინააღმდეგ, მაგრამ მის განეიტრალებას მაინც ვერ ახერხებდნენ.

„მეორე ნახევარში, როდესაც გუნდი 4 მცველზე გადაერთო, ინტერი უფრო მომეწონა, მაგრამ ტრავმების და ცუდი ფორმის გათვალისწინებით, ნერაძურის ამ რეალთან უკეთესად უნდა ეთამაშა.

„ფაქტია, რომ ანტონიო კონტეს ტაქტიკა გამართულად არ მუშაობს და ვფიქრობ, დროა კონტემ ახალ სქემაზე დაიწყოს მუშაობა.“