Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კაპელო:“ დიბალას კეინში გავცვლიდი“

მილანის, რომას და იუვენტუსის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ განაცხადა, რომ დიბალას მხოლოდ ჰარი კეინის სანაცვლოდ დათმობდა.

კაპელო იუვენტუსში 2004-07 წლების განმავლობაში მუშაობდა, თუმცა მილანში ნაჩვენები შედეგების გამეორება ვერ მოახერხა.

„ჩემი აზრით, დიბალას ცუდი ფორმის მიზეზი კორონა ვირუსია. მისი ტიპის ფეხბურთელს, რომელიც ბევრს მოძრაობს, ასეთი ტიპის ვირუსის გადატანა გარკვეულ დაღს დაასვამდა.

„ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ის გარკვეულწილად დაუსრულებელია. ის ცდილობს, მაგრამ გარკვეულ კითხვებს მაინც ტოვებს, თუმცა უდაოა, რომ მას დიდებული მახასიათებლები აქვს.

„მას სჭირდება, რომ ფიზიკური კონდიციები დაიბრუნოს. პაულოს შესაძლებლობების 100 პროცენტი სჭირდება, რადგან ასეთ დროს თავიც უფრო კარგად მუშაობს.

„დიბალას მოედანზე ყველაფრის გაკეთება შეუძლია და ფორმაში რომ იყოს, მას არც მორატა-რონალდუს დუეტთან ერთად თამაში გაუჭირდება.

„პაულო სავიჩევიჩს მაგონებს, ორივე მათგანს უფრო მარჯვენა ფლანგზე ერჩივნათ თამაში და ორივეს შესანიშნავი დრიბლინგი ჰქონდათ.

„დიბალას უფრო მეტად გოლების გატანა უყვარს, დეიანი კი საგოლე გადაცემებს აკეთებდა, დიბალა უფრო ინდივიდუალისტია.

„დიბალას პოგბაში არ გავცვლიდი. ერთადერთი, ვის სანაცვლოდაც არგენტინელს დავთმობდი, ეს ჰარი კეინია.“