Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კაპელო:“ დონარუმას გადაწყვეტილების გამართლება მიჭირს…“

ფაბიო კაპელომ Tuttosport-თან დონარუმას და მილანის შესახებ ისაუბრა.

„სიმართლე რომ გითხრათ, ჯიჯო დონარუმას გადაწყვეტილებას ჯერ კიდევ ვერ ვეგუები. ნამდვილად არ მეგონა, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შემდეგ, ის გუნდს დატოვებდა.

„როსონერი ოთხეულში რომ არ შესულიყო, მის გადაწყვეტილებას გავიგებდი, მაგრამ მან გუნდთან ერთად იბრძოლა, მილანი ჩემპიონთა ლიგაზე დააბრუნა და ჰქონდა პატივი, რომ გუნდის ლიდერი გამხდარიყო, მაგრამ ეს არ მოისურვა.

„მილანის თამაშს რაც შეეხება, როსონერიმ კალიარისთან მატჩში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. თითოეულმა ფეხბურთელმა იცის, თუ რა უნდა გააკეთოს მოედანზე და ახალგაზრდა ფეხბურთელებიც კი, ზრდასრული და გამოცდილი მოთამაშეებივით იქცევიან.“