Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კაპელო:“ ინგლისი იტალიის დონეზე არ არის“

ლეგენდარულმა ფაბიო კაპელომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე ისაუბრა.

„იტალიას ინგლისის დამარცხება შეუძლია. ბრიტანელებს საინტერესო გუნდი ჰყავთ, მაგრამ ისინი იტალიის დონეზე არ არიან, მათ ნახევარდაცვაში საჭირო ხარისხი არ აქვთ.

„ინგლისის მთავარი იარაღი ფიზიკურობა და ფლანგებიდან სისწრაფეა, ცენტრში კი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი, რომელსაც საგოლე მომენტის შექმნა ძალიან პატარა შანსიდან შეუძლია, მაგრამ ბონუჩი-კიელინის დუეტს მისი განეიტრალება არ უნდა გაუჭირდეს.

„რობერტო მანჩინიმ წარმოუდგენელი სამუშაო გასწია. ტაქტიკურ ასპექტებს რომ თავი დავანებოთ, გუნდის თითოეულ წევრს ბრძოლის სურვილი ეტყობა და არც ერთ მათგანს ეგოიზმი არ ახასიათებს, რაც გუნდურობის მთავარი საწინდარია, გუნდურობა კი დღევანდელი იტალიის მთავარი იარაღია.

„ჩვენ ასევე შეგვიძლია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კარის დარაჯით დავიკვეხნოთ, ინგლისი კი იმავეს ნამდვილად ვერ იტყვის“