Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კაპელო:“ ინტერი და იუვენტუსი ფავორიტები არიან, მათ უკან კი ნაპოლია…“

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ სკუდეტოს ფავორიტებზე ისაუბრა.

„ნაპოლიმ ჩემპიონატი ძალიან კარგად დაიწყო. შესაძლოა მათ არც თუ ისე ძლიერი მეტოქეები შეხვდათ, მაგრამ პარტენოპეიმ დაამტკიცა, რომ ისინი გუნდურად თამაშობენ და პრობლემების შექმნა ნებისმიერი მეტოქისთვის შეუძლიათ.

„ჯერჯერობით ჩემპიონატი ახალი დაწყებულია და ამ მომენტისთვის დანამდვილებით რაიმეს თქმა ნაადრევია, მაგრამ ჩემი აზრით ფავორიტი კვლავ ინტერია, შემდეგ კი იუვენტუსი, რომელსაც გარკვეული პრობლემები აქვს, მაგრამ ტურინელები ნელ-ნელა ტემპს იბრუნებენ და მათი ჩამოწერა ჯერ ძალიან ადრეა.

„მილანი ჯერჯერობით კარგად გამოიყურება, მაგრამ მათი საკადრო პრობლემები გასულ სეზონში გადამწყვეტი გამოდგა და სწორედ ამიტომ მგონია, რომ ნაპოლი ამ სეზონში უფრო ძლიერი გუნდია. ვიქტორ ოსიმენი თამაშიდან თამაშამდე ვითარდება და მას შეუძლია, რომ თავის პოზიციაზე ერთ-ერთ საუკეთესო გახდეს.

„პარტენოპეის მომდევნო ტურში ფლორენციაში სერიოზული გამოცდა ელოდება. იტალიანოს ფიორენტინა შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს და სპალეტის ქულების მოსაპოვებლად დიდი ბრძოლა მოუწევს.“