Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კაპელო:“ ინტერი სკუდეტოს მოგების ფავორიტია“

ფაბიო კაპელომ Corriere dello Sport-თან სერია ა-ს ფავორიტებზე და ვირუსის მომატებულ შემთხვევებზე ისაუბრა.

„დარწმუნებული ვარ, რომ კორონა ვირუსის დადასტურებული შემთხვევების მიუხედავად, ჩემპიონატი უპრობლემოდ ჩატარდება.

„ფეხბურთელებმა სხვებზე მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. ეს მათი ოჯახების უსაფრთხოებასაც ეხება და ვფიქრობ, პროფესიონალებს რომლებსაც ძალიან კარგ ხელფასებს უხდიან, ამის განმეორება არ უნდა სჭირდებოდეთ.“

9-გზის სკუდეტოს გამარჯვებულის აზრით, ინტერი მიმდინარე სეზონში სკუდეტოს მოპოვებას მოახერხებს.

„ინტერმა ძირითადი შემადგენლობიდან არც ერთი ფეხბურთელი არ გაყიდა და საკმაოდ კარგი ფეხბურთელები შეიძინა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავთ.

„5 ცვლილებით კონტეს თამაშის მსვლელობის რადიკალურად შეცვლა შეუძლია. თითოეულმა ფეხბურთელმა უფრო მეტი მონდომებით უნდა ივარჯიშოს, რადგან მათ მატჩში მონაწილეობის უფრო მეტი შანსი აქვთ.

„ანდრეა პირლოს შეტევის ხაზში ძალიან ბევრი უნიჭიერესი ფეხბურთელი ჰყავს და თითოეულ მათგანს ძირითად შემადგენლობაზე აქვს პრეტენზია. მაესტროს ამ პრობლემის გადაჭრა მოუწევს.

„კიეზა ძალიან საინტერესო ახალგაზრდაა. იუვენტუსი ახალგაზრდა ფეხბურთელების ყიდვას განაგრძობს და ძალიან მალე მათ უფრო ძლიერი გუნდი ეყოლებათ, თუმცა ამ მომენტში ინტერს უფრო გამოცდილი მოთამაშეები ჰყავს და ვფიქრობ, სკუდეტოს მოპოვების ფავორიტი სწორედ ნერაძურია.

„იუვესთან და ინტერთან ერთად, სკუდეტოსთვის ატალანტაც იბრძოლებს, ნაპოლი, რომა და მილანი კი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას შეეცდებიან.”