Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კაპელო:“ ინტერმა სკუდეტო გაინაღდა“

ფაბიო კაპელოს აზრით, სკუდეტოსთვის ბრძოლა უკვე დასრულებულია.

გუშინ ინტერმა ტორინოს დამარცხება მოახერხა, მილანმა კი ნაპოლისთან წააგო და სხვაობა გუნდებს შორის უკვე 9 ქულა გახლავთ.

„მე უკვე კვირეებია ამას ვამბობ, ინტერმა სკუდეტო უკვე მოიგო. მე ეს მილანის სპეციასთან მარცხის შემდეგ ვთქვი და დღეს კიდევ ერთხელ დავადასტურებ.

„ლუკაკუ და ლაუტარო ? ლაუტარო ტექნიკურ ასპექტში რომელუზე ძლიერია.

ლუკაკუ ფიზიკურად ძალიან ძლიერი და სწრაფი ფეხბურთელია, თუმცა ტექნიკურად მარტინესს ვერ შეედრება.

„ჩვენ კონტეს უნდა მივულოცოთ. ჩემი აზრით, შემადგენლობის მხრივ იუვენტუსი ინტერზე სრულყოფილია. ახლა ანტონიომ გუნდი კარგად იცის და მის შესაძლებლობებს შესანიშნავად იყენებს.“