Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კაპელო:“ ინტერს შესანიშნავი გუნდი ჰყავს“

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელონ ინტერის შემადგენლობა შეაფასა.

„ჩვენ მიმდინარე სეზონში ინტერის მხოლოდ 2 მატჩი ვნახეთ, მაგრამ უკვე დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლუკაკუს, ჰაკიმის და კონტეს გარეშეც კი, ბენეამატა სკუდეტოსთვის იბრძოლებს.

„ინტერმა გუნდის ხერხემალი შეინარჩუნა, ახალწვეულები კი ძალიან კარგად გამოიყურებიან და რომ არა ჰანდანოვიჩის შეცდომა, ვერონას ფაქტობრივად არაფერი შეუქმნია.

„გუნდი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დაიხვეწება და შეთამაშდება, თუმცა ინძაგის ძლიერი გუნდი ჰყავს, რომელიც სკუდეტოსთვის აუცილებლად იბრძოლებს.“