Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კაპელო:“ ინძაგიმ კონტეს შეცვლა შესანიშნავად მოახერხა“

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ შახტართან ინტერის გამარჯვებაზე და სხვა თემებზე ისაუბრა.

„შახტართან მატჩში ინტერმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. მართალია ჯეკომ ორი გოლი გაიტანა, თუმცა მის გარდა უმაღლეს დონეზე ითამაშეს პერიშიჩმა, ჩალჰანოღლუმ, დარმიანმა და სხვებმა.

„ინტერმა მეტოქეს შეტევაში ფაქტობრივად არაფრის გაკეთების საშუალება არ მისცა, თავად კი უფრო მეტის გატანაც შეეძლო და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა.

„სიმართლე რომ გითხრათ, არ მეგონა, რომ სიმონე ინძაგი ანტონიო კონტეს დანატოვარს ასე სწრაფად შეეგუებოდა და მას სათავისოდ გამოიყენებდა, მაგრამ ფაქტია, რომ სიმონე ამ გამოწვევას კარგად გაუმკლავდა და ნერაძური ახლა უფრო შეტევაზე ორიენტირებულ და შედეგიან ფეხბურთს თამაშობს, ვიდრე კონტეს პერიოდში.“