Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კაპელო:“ იტალიამ ესპანეთს თავისი თამაშის ჩვენების უფლება არ უნდა მისცეს“

ლეგენდარულმა ფაბიო კაპელომ ესპანეთთან მოახლოებულ მატჩზე და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელებზე ისაუბრა.

„ჩვენ დღეს ძალიან რთული შეხვედრა გველოდება, რომელშიც ორი ძლიერი გუნდი დაუპირისპირდება ერთმანეთს. იტალიამ ესპანეთს თავისი ნელი და ზანტი თამაშის საშუალება არ უნდა მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ამით ისარგებლებენ. აძურიმ თავისი აქტიური, დომინანტი თამაში უნდა აჩვენოს, რომელსაც ბოლო პერიოდში მიგვაჩვია.

„ფეხბურთელი, რომელმაც ყველაზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა ? ესპანეთიდან პედრი ძალიან კარგად გამოიყურება. ის მხოლოდ 18 წლის არის და ისე თამაშობს, თითქოს 30 წლის იყოს. ასევე კარგი იყო ბელგიის დოკუც, მაგრამ ვფიქრობ, რომ საუკეთესო ჟორჟინიოა. მისი სტაბილურობა უბრალოდ გამაოგნებელია.

„ყველაზე დიდი იმედგაცრუება ? ვფიქრობ, რომ მბაპესგან ყველა უფრო მეტს ელოდებოდა და ამას მარტო გაცუდებული პენალტის გამო არ ვამბობ, მან მთელი ტურნირი უსახურად ჩაატარა, თუმცა ეს მარტო მბაპეს ბრალი არ არის, ევროპის ჩემპიონატზე მთელი საფრანგეთის ნაკრები ძალიან ზერელედ თამაშობდა.“