Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კაპელო:“ იტალიას ყველაზე კარგი კიპერი ჰყავს, ინგლისს კი საუკეთესო ფორვარდი…“

ფაბიო კაპელომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ დაპირისპირებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯიჯო დონარუმა მსოფლიოში საუკეთესო კიპერია.

შეხვედრა უემბლიზე კვირას, 11 საათზე გაიმართება და მატჩის მთავარი არბიტრი ბიორნ კუიპერსი იქნება.

„ინგლისი ძალიან საინტერესო გუნდია, მაგრამ არა საუკეთესო და იტალიას გამარჯვება ნამდვილად შეუძლია.

„მათ ნახევარდაცვაში არც თუ ისე ხარისხიანი ფეხბურთელები ჰყავათ, მაგრამ ისინი ფიზიკურად ძლიერები და აგრესიულები არიან. ჰარი კეინი ევროპის ჩემპიონატზე ერთადერთი კლასიკური ფორვარდია.

„იტალიის მთავარი ძალა მთელი ტურნირის განმავლობაში მათი ერთიანობა, გუნდურობა და ერთმანეთისთვის ბრძილოს სურვილი იყო და ეს იარაღი ფინალშიც უნდა გამოიყენონ.

„გუნდში იგრძნობა, რომ იქ არანაირი ეგოიზმი არ არსებობს. მანჩინიმ შესანიშნავი სმსახური გასწია. იტალიას მსოფლიოში საუკეთესო კიპერი ჰყავს, იგივეს ინგლისზე ნამდვილად ვერ ვიტყვით.“