Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კაპელო:“ იტალიურმა გუნდებმა იუვენტუსს მადლობა უნდა უთხრან“

ფაბიო კაპელოს აზრით, სერია ა-ს გუნდებმა იუვენტუსს რონალდუს გაფორმებისთვის მადლობა უნდა უთხრან.

„რონალდუს იუვენტუსში ტრანსფერი არა მხოლოდ ტურინელებისთვის, არამედ მთლიანად სერია ა-სთვის მნიშვნელოვანი იყო. ამ ტრანსფერის შემდეგ ყველა იტალიურ ფეხბურთზე ლაპარაკობდა.

„ჩვენ ამ ტრანსფერით მსოფლიოში მე-3 საუკეთესო ჩემპიონატი გავხდით, რონალდუს ტრანსფერით ყველა იტალიურმა გუნდმა იხეირა.

„სერია ა-ს თითოეულმა გუნდმა იუვენტუსს მადლობა უნდა გადაუხადოს, თუმცა ამის თქმის შემდეგ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩემპიონთა ლიგას გუნდი იგებს და არა ერთი რომელიმე ფეხბურთელი.

„მაქს ალეგრიმ ფინალში ორჯერ შეძლო თამაში, თუმცა მას განსხვავებული ნახევარდაცვა ჰყავდა, იუვენტუსის სუსტი წერტილი სწორედ ნახევარდაცვაა.

„რატომ ითამაშა რონალდუმ ცუდად პორტუს წინააღმდეგ ? შესაძლოა იმიტომ, რომ ის პორტუგალიურ გუნდს ეთამაშებოდა, ამავე დროს ის თამაშობდა პეპეს წინააღმდეგ, რომელიც მას შესანიშნავად იცნობს, ან პრობლემა იმაშია, რომ მას თანაგუნდელები სათანადო დახმარებას ვერ უწევენ…

გათიშვა