Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კაპელო:“ იუვენტუსისგან მონდომებას და მეტოქეზე ზეწოლას ველოდები“

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ იუვენტუსი – ჩელსის მატჩზე ისაუბრა.

„მე იუვენტუსისგან დეტალებზე ყურადღებას, სისწრაფეს, მოტივირებულ ფეხბურთელებს და მეტოქეზე განხორციელებულ ზეწოლას ველოდები.

„ჩელსის ისეთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი აკლია, როგორიც კანტეა და ეს ტურინელთა ნახევარდაცვამ შესაბამისად უნდა გამოიყენოს.

„ბოლო მატჩებში ალეგრის გუნდის პროგრესი იგრძნობა და იმედია ჩვენ დღეს კარგ ორთაბრძოლას ვიხილავთ. ტურინელები ჩელსის კონტრ-შეტევას უნდა უფრთხილდეს, რომელიც ლუკაკუსთან ერთად კიდევ უფრო მომაკვდინებელი გახდა.“