Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კაპელო:“ იუვენტუსი ზაფხულში ყველაზე მეტად გაძლიერდა, ინტერი სკუდეტოს ფავორიტია“

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ სერია ა-ს ფავორიტი დაასახელა და აღნიშნა, რომ ზაფხულში ყველაზე მეტად იუვენტუსი გაძლიერდა.

„სატრანსფერო ფანჯარა ? თუ სახელებს გადავხედავთ, იუვენტუსმა შემადგენლობის გაძლიერება  ყველაზე კარგად მოახერხა. პოგბა, დი მარია, პარედესი არიან ჩემპიონები, რომლებიც სხვა გუნდებს არ ჰყავთ, ბრემერი კი დაცვით ფაზაში დე ლიხტზე უკეთესია.

„იუვენტუსმა აქცენტი ხარისხზე გააკეთა, რითიც მილანთან და ინტერთან ჩამორჩენა შეამცირა, ამიტომ ტიტულისთვის ბრძოლა შეეძლება.

„მილანმა მთელი ზაფხულის განმავლობაში დე კეტლარის ტრანსფერზე იმუშავა, რომელიც სიმართლეს გეტყვით, რომ ჩემთვის ცნობილი ფეხბურთელი არ არის.

„სკუდეტო ? ვფიქრობ, რომ მთავარი ფავორიტი კვლავ ინტერია. ნერაძურიმ პერიშიჩი დაკარგა, რომელიც გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი იყო, ასევე ლუკაკუს ტრავმაც უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ ამის მიუხედავად ნერაძური კვლავ ყველაზე ძლიერი გუნდია, ყველაზე დიდი რესურსით.“