Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კაპელო იუვე-მილანის მატჩზე:“ ვინც წააგებს, ლიგის საგზურისთვის ვეღარ იბრძოლებს“

ფაბიო კაპელომ მომდევნო ტურის ცენტრალური მატჩის შესახებ ისაუბრა, რომელიც ტურინში, იუვენტუსსა და მილანს შორის გაიმართება.

ორივე გუნდი ატალანტასთან ერთად 69-69 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფებიან და ამ შეხვედრაში გამარჯვება ლიგაზე გასვლისთვის სერიოზული განაცხადი იქნება.

„ვინც ამ მატჩს წააგებს, ჩემპიონთა ლიგაზე ვეღარ გავა. ეს უბრალოდ 3 ქულისთვის ბრძოლა არ იქნება, შეხვედრაში გამარჯვებული ფსიქოლოგიურად უდიდეს უპირატესობას მოიპოვებს, დამარცხებულისთვის კი ეს მენტალურად დიდი დარტყმა იქნება.

„არც იუვე და არც მილანი ბოლო პერიოდში კარგად არ გამოიყურებიან და ეს მათი ბოლო შანსია, რომ ჩემპიონთა ლიგისკენ დიდი ნაბიჯი გადადგან.

გუნდებს შორის პირველი შეხვედრა სან სიროზე იუვენტუსის გამარჯვებით დასრულდა. ბიანკონერიმ მაშინ მილანის 27-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა და კიეზას დუბლის და მაკკენის გოლის წყალობით როსონერი 3 – 1 დაამარცხა.