Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კაპელო:“ კონტეს გუნდი მატარებელს ჰგავს, რომელიც ერთ გზაზეა გაჭედილი“

ინტერი – შახტარის მატჩის შემდეგ ლეგენდარულ იტალიელ სპეციალისტს, ფაბიო კაპელოსა და ანტონიო კონტეს შორის საკმაოდ დაძაბული საუბარი გაიმართა.

კაპელომ Sky Sport Italia-ს სტუდიიდან კონტეს უთხრა:

„ჩემი აზრით, ინტერი საჭირო სიბრაზის და მონდომების გარეშე თამაშობდა, შენ ფეხბურთელი იყავი და კარგად ვიცი, თუ რას ვგულისხმობ.“

კონტე:“ სათქმელი არაფერი მაქვს“

კაპელო:“ გქონდა თუ არა გეგმა ‘ბ’ იმ შემთხვევაში, თუ ეს დაგჭირდებოდა ?“

კონტე:“ დიახ, გეგმა ‘ბ’ ნამდვილად გვქონდა, მაგრამ ახლა ამ თემაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს გუნდის ინტერესებში არ შედის.“

კაპელო:“ როგორ შეგიძლია ამის თქმა ? შახტარმა შუა თამაშში სისტემის შეცვლა მოახერხა, ინტერი კი მთელი მატჩი ერთსა და იმავეს ცდილობდა. შენ მწვრთნელი ხარ და მეტოქის შესწავლა გევალება, ეს მწვრნთელის უპირველესი ამოცანაა და თუ გეგმა ‘ბ’ გაქვს, როდესაც ხედავ, რომ შენი გუნდი ვერ თამაშობს, ის უნდა გამოიყენო, მაგრამ ინტერი ერთ რელსზე გაჭედილ მატარებელს ჰგავდა, რომელსაც გეგმა ‘ბ’ არ ჰქონდა.“