Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კაპელო:“ მალდინი-მასარას დუეტმა შესანიშნავად იმუშავა…“

ფაბიო კაპელომ მილანის დირექტორების პაოლო მალდინის და რიკი მასარას მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„მილანის ასეთი განვითარებით ძალიან ბედნიერი ვარ. როსონერი თავისი თამაშის ხარისხით, მონდომებით და მოტივაციით იმედებს არასოდეს გვიცრუებს.

„მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი პაოლო მალდინის და რიკი მასარას შესანიშნავ მუშაობას. მათ საკმაოდ შეზღუდული რესურსებით მოახერხეს ისეთ გუნდის აშენება, რომელსაც არც ხარისხი აკლია და ხასიათიც ძალიან ძლიერი აქვს, შემდეგ კი მათ მონახეს მწვრთნელი, რომელმაც ამ შემადგენლობის პოტენციალი მაქსიმალურად წარმოაჩინა.

„ჩახვიდე მადრიდში და ატლეტიკოს აჯობო როგორც თამაშით, ასევე ანგარიშით, ძლიერ მენტალობას მოითხოვს, თუმცა მილანმა იმედები არც ამჯერად გამიცრუა…“