Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კაპელო:“ მეეჭვება, რომ იბრამ და ჟირუმ ერთად თამაში შეძლონ“

ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტის ფაბიო კაპელოს აზრით, ოლივიე ჟირუსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის ერთდროულად მოედანზე ყოფნა ნაკლებად ეფექტური იქნება.

ჟირუმ მილანში ასპარეზობა შესანიშნავად დაიწყო და გასულ ტურში დუბლიც შეასრულა, მაგრამ იბრას დაბრუნების შემდეგ სტეფანო პიოლის არჩევანის გაკეთება მოუწევს…

„ჟირუ და იბრაჰიმოვიჩი უმაღლესი დონის ფორვარდები არიან, მაგრამ მათი ერთად თამაში ჩემთვის რთული წარმოსადგენია. არც ერთ მათგანს მოძრაობა არ შეუძლია და ორივე მაშინ არის საშიში, როდესაც საჯარიმოში იმყოფებიან. ვფიქრობ, რომ ისინი ერთმანეთს მოედანზე ხელს შეუშლიან, ამიტომ პიოლის ადგილას, მე ორივეს ერთად არ ვათამაშებდი…“