Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კაპელო:“ მილანის სავარჯიშო სესიამ გამაოცა“

მილანის ყოფილმა თავკაცმა ფაბიო კაპელომ, რომელიც ცოტა ხნის წინ როსონერის სავარჯიშო ბაზას ეწვია განაცხადა, რომ გუნდის ვარჯიშის შემდეგ შესანიშნავი შთაბეჭდილება დარჩა.

„მე რამდენიმე დღის წინ Milanello-ს ვეწვიე და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. გუნდში ძალიან დიდი სიხარული, გუნდურობა და ძალიან დიდი მიზნების მიღწევის სურვილი იგრძნობა.

„გუნდს აქვს გეგმები, რომლებიც ჯერ არავისთვის არ არის ცნობილი. მილანი უკვე სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მოიაზრება და იმის მიუხედავად, რომ ინტერს უფრო სრულყოფილი შემადგენლობა ჰყავს, მათ ამის გაკეთება შეუძლიათ.

„მილანი ვარჯიშის დროსაც კი ძალიან ერთობა და დატვირთული სესიების მიუხედავად, ისინი იქ ყოფნით ბედნიერები არიან.“