Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კაპელო:“ მილანმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა“

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ ატლეტიკო-მილანის მატჩი შეაფასა.

„მილანმა ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ატლეტიკოს წინააღმდეგ თამაში, მითუმეტეს მათსავე სტადიონზე, მარტივი არავისთვის არ არის, მესიასის გოლი კი შესანიშნავ შეტევას მოჰყვა.

„ვფიქრობ, რომ როსონერიმ სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა, რადგან მათ უფრო მეტი საგოლე მომენტი შექმნეს და საერთო ჯამში მეტოქეზე კარგად გამოიყურებოდნენ, ახლა კი იმედი ვიქონიოთ, რომ ბოლო ტურში ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება.“