Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კაპელო:“ მილანს პენალტი ეკუთვნოდა“

ფაბიო კაპელომ Sky Sport-ის სტუდიაში მილანი – ნაპოლის მატჩი შეაფასა.

„პირველ ნახევარში ნაპოლი მილანზე უკეთესი იყო. როსონერის დაკარგული ბურთის დაბრუნება უჭირდა და პარტენოპეის რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდა.

„მილანმა ისეთი გოლი გაუშვა, რომლის თავიდან არიდებაც შეიძლებოდა და ასეთი დონის გუნდი ამგვარ გოლს არ უნდა უშვებდეს.

„პენალტს რაც შეეხება, ჩემი აზრით როსონერის 11-მეტრიანი ეკუთვნოდა, რადგან კონტაქტი აშკარაა და მსაჯს სხვაგვარი გადაწყვეტილება უნდა მიეღო.“

გათიშვა