Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კაპელო მილანში ბრუნდება?

დღეს Casa Milan-ში საკმაოდ დატვირთული დღე იყო.Calciomercato-ს ინფორმაციით,პაოლო მალდინი რამდენიმე აგენტს შეხვდა და მათთან სხვადასხვა ფეხბურთელის მომავალი განიხილა.

ყველაზე საინტერესო და მოულოდნელი კი გუნდის ოფისში ფაბიო კაპელოს გამოჩენა იყო. ბოლო პერიოდში ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტის როსონერიში დაბრუნებაზე ბევრი იწერება,ოღონდ არა როგორც მთავარი მწვრთნელის,არამედ როგორც ტექნიკური საკითხების დირექტორის თანამდებობაზე.

მილანის ოფისში შენიშნეს ბეპე რისოც,რომელიც ატალანტას ნახევარმცველის,მატეო პესინას აგენტია და მხარეებმა ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერი განიხილეს.

Leave a Reply

Your email address will not be published.