Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კაპელო:“ მსაჯმა სან სიროზე თამაში გააფუჭა“

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა მილანი – ატლეტიკოს მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„მილანმა ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა, მათ შესანიშნავი ტემპი ჰქონდათ და გუნდს ხარისხი ეტყობოდა, ამის გაკეთება კი ატლეტიკოს წინააღმდეგ მარტივი არ არის.

„როსონერიმ პირველი ნახევარი საათის განმავლობაში მეტოქე დაჯაბნა, მაგრამ შემდეგ მსაჯმა თამაში გააფუჭა. მე უკვე არაერთხელ ვთქვი, რომ ეს არბიტრი ასეთი რანგის თამაშებისთვის მზად არ არის. მან არ იცის, თუ როგორ იმოქმედოს გარკვეულ სიტუაციებში, სან სიროზე მომხდარი სიტუაცია UEFA-მ სერიოზულად უნდა განიხილოს.“