Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კაპელო:“ მხოლოდ მოურინიო რომას ვერ მოაგებინებს“

ფაბიო კაპელო რომაში ჟოზე მოურინიოს დანიშვნას გამოეხმაურა.

პორტუგალიელი სპეციალისტი ჯალოროსის მომდევნო სეზონიდან ჩაიბარებს და გუნდში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება.

„მოურინიო შესანიშნავი სპეციალისტია, მაგრამ მხოლოდ გამორჩეული მწვრთნელი გუნდს ვერ მოაგებინებს, რომას ძლიერი ფეხბურთელების დამატებაც სჭირდება.

„ჟოზე ძალიან პრესტიჟული და გამოცდილი მწვრთნელია და მან იტალიური ფეხბურთის სპეციფიკა კარგად იცის, ამიტომ არ მგონია, რომ ადაპტაცია გაუჭირდეს.

„იმედი მაქვს, რომ ის რომაში ისეთივე დიდ წარმატებებს მიაღწევს, როგორც ეს ინტერში გააკეთა. მოურინიო სირთულეებს არასოდეს გაურბოდა და ეს მისთვის კიდევ ერთი სერიოზული გამოწვევა იქნება.“

გათიშვა