Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კაპელო:“ ნაპოლის გამარჯვება სერია ა-ში ისეთივე გამორჩეული იქნება, როგორც ჩემი რომას გაჩემპიონება, კვარა და ოსიმჰენი ?…“

ლეგენდარულმა ფაბიო კაპელომ სერია ა-ს ლიდერ ნაპოლის რჩევები მისცა და აღნიშნა, რომ პარტენოპეის აქვს ყველაფერი, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს.

პარტენოპეი სერია ა-ს 19 ტურის შემდეგ 50 ქულა მოუგროვდა და უახლოეს მდევარ მილანს 12 ქულით უსწრებს, რაც მათ დიეგო მარადონას ეპოქის შემდეგ სკუდეტოს მოპოვების საუკეთესო შანსს აძლევს.

„ნაპოლისთვის სკუდეტოს მოპოვება ისეთივე გამორჩეული მომენტი იქნება, როგორც ჩემი რომას გაჩემპიონება, თუმცა ჯერჯერობით დასრულებული არაფერია, პარტენოპეიმ კონცენტრაცია და მოტივაცია უნდა შეინარჩუნოს.

„სეზონის ნახევარი უკვე მიიწურა და მე არ მახსოვს, ნაპოლის ჩვენთვის ამ სეზონში იმედები გაეცრუებინოს. სპალეტის გუნდი იმარჯვებს ყოველთვის, როდესაც ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, ფეხბურთელებს ესმით, თუ რამდენად ძლიერები არიან და ლუჩიანო მათ პოტენციალს შესანიშნავად იყენებს.

„კვარა და ოსიმჰენი ? ისინი შესანიშნავები არიან, მაგრამ ჩვენ არც სხვა ფეხბურთელები უნდა დავივიწყოთ, სწორედ მათი შრომის შედეგია, რომ ეს დუეტი თავისი შეტევითი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენას ახერხებს.“