Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კაპელო:“ ნაპოლი – მილანის მატჩი ბევრ კითხვას გასცემს პასუხს“

ლეგენდარულმა ფაბიო კაპელომ ნაპოლი – მილანის მატჩზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ორივე მათგანს სკუდეტოს მოპოვების რესურსი აქვს.

„ასეთი მატჩები გუნდებს რეალური ძალის წარმოჩენაში ეხმარება და გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მათი მაქსიმუმი გავსაზღვროთ. ჩემი აზრით, მიმდინარე სეზონში სკუდეტოს მოსაპოვებლად 4 გუნდი იბრძოლებს, რომელთა შორის 2 მილანი და ნაპოლია.

„ზლატანი ? ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ის ნამდვილი ჩემპიონი და ფენომენალური ფეხბურთელია. მე ის იუვენტუსში ყოფნისას მინდოდა, მე ჯერ კიდევ მაშინ ვიცოდი, თუ რამდენად დიდი ფეხბურთელი იყო იბრა.

„ის 39 წლის ასაკში ახერხებს და უმაღლეს დონეზე თამაშის ბედს წყვეტს. ის განუმეორებელი ფეხბურთელი და ყველა ახალგაზრდისთვის მისაბაძი მაგალითია.“