Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კაპელო:“ პიოლის მილანს სკუდეტოს მოგება შეუძლია“

ფაბიო კაპელომ სტეფანო პიოლის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და განაცხადა, რომ მილანს სკუდეტოს მოგება შეუძლია.

„პიოლის ძალიან კარგი თვისებები აქვს, რომელსაც აქამდე ბევრი ვერ აფასებდა. წარსულში, როდესაც ის ფიორენტინას და ლაციოს ედგა სათავეში, მან თავისი პერსონალურობა და იდეები გამოავლინა.

„მას თავისი იდეების განსახორციელებლად დრო სჭირდებოდა და ზაფხულში მისი დატოვება სწორი გადაწყვეტილება იყო, რასაც ყველა ვხედავთ.

„მილანი სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი გახდა. ნაპოლისთან მოპოვებული გამარჯვება ამის ნათელი მაგალითია, მათ თავიანთი ძალა ყველას დაანახეს.

„ფიორენტინასთან მილანის თამაშმა სასიამოვნოდ გამაკვირვა, იბრას გარეშეც კი, გუნდს უდიდესი მონდომება ეტყობა.

„იუვენტუსს და ინტერს დიდებული შემადგენლობა ჰყავთ და რა თქმა უნდა, მათი დავიწყება არ შეიძლება, თუმცა მილანი მათ დონეზე დგას და ტიტულისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.“