Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კაპელო:“ პიოლის სკუდეტოს მოგება შეუძლია“

ფაბიო კაპელომ მილანის შესანიშნავ ფორმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიავოლოს სკუდეტოს მოგება შეუძლია.

„მილანი ძალიან მომწონს. ისინი საინტერესო და კარგ ფეხბურთს  თამაშობენ და ყველაზე სასიამოვნო ის არის, რომ თითოეულ ფეხბურთელში ენთუზიაზმი იგრძნობა.

„ეს ყველაფერი კი პიოლის დამსახურებაა, რომელმაც ფეხბურთელები თავისი სტილის მიხედვით შესანიშნავად შეარჩია და ამით გუნდის ნდობა დაიმსახურა. გასული სეზონის ბოლოს მან რთული პერიოდი გამოიარა, თუმცა მედიაში გავრცელებულ ჭორებს არ აჰყვა და პასუხი ყველას მოედანზე გასცა.

„ასევე უნდა ითქვას, რომ მალდინი და მასარა დაკისრებულ საქმეს თავს შესანიშნავად ართმევენ.

„იბრა ? ის როგორღაც ახერხებს, რომ 39 წლის ასაკშიც კი საუკეთესო იყოს. მისნაირი ჩემპიონი მთელი გუნდისთვის ენერგიის და მოტივაციის მიმცემია. ახალგაზრდა ფეხბურთელები უყურებენ მას და ფიქრობენ:“ თუ ისეთი ვარსკვლავი, როგორიც ის არის ვარჯიშებზე ასე მუშაობს, მეც არ უნდა ჩამოვრჩე.“

„ასევე ქების ღირსები არიან კესი და ბენასერი. კესი მილანში მისვლის შემდეგ ცოტა დაკარგული იყო, თუმცა ბოლო პერიოდში თავისი თავი იპოვა და გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახდა.

„ჩალჰანოღლუმ თავისი ნიჭი ყველას ჯერ კიდევ გერმანიაში ყოფნისას დაანახა. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, თუმცა ამავე დროს საკმაოდ გამოცდილიც. მას თურქეთის ნაკრებთან ერთად უკვე 50 მატჩი დაუგროვდა და დონარუმა, რომელიც გუნდის თილისმაა.

„დერბი ? მილანი უფრო ამბიციური უნდა იყოს და ეს მოგება მათ საკუთარ ძალებში რწმენას უფრო შემატებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ინტერს უდიდესი პოტენციალი აქვს და ისინი სკუდეტოს მოპოვების მთავარ კანდიდატებად რჩებიან, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ტიტულის მოპოვების მთავარი კანდიდატები არც თუ ისე კარგად თამაშობენ, მილანს თავისი შანსი აუცილებლად ექნება.“