Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კაპელო:“ ჟორჟინიო იტალიის ნაკრებში უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია“

ლეგენდარულამ იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ მანჩინის გუნდში საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

„ვფიქრობ, რომ იტალიის დღევანდელ ნაკრებში ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი და გუნდის სიმბოლო ჟორჟინიოა. ფაქტი, რომ იტალია ძალიან ცოტა გოლს უშვებს, სწორედ მისი დამსახურებაა.

„მე წილად მხვდა ბედნიერება, იტალიის მატჩებს დავსწრებულიყავი და მისი თამაში ცოცხლად მენახა და ახლაღა ვნახე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის გუნდისთვის.

„აძურის ამბიციები ? ჩემი აზრით, იტალიას გუნდში ყველაზე დიდი ხარისხი აქვს, რომლითაც პორტუგალიის გარდა ვერც ერთი გუნდი ვერ დაიკვეხნის. მანჩინის მატჩის მსვლელობისას სათადარიგოთა სკამიდან გუნდის მნიშვნელოვნად გაძლიერება შეუძლია.“