Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კაპელო:“ რეალმა ტეოს გაშვებით დიდი შეცდომა დაუშვა“

ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტის, ფაბიო კაპელოს აზრით, მადრიდის რეალმა ტეოს გაყიდვით იგივე შეცდომა დაუშვა, რაც ინტერმა კარლოსის გაყიდვისას.

„ამჯერად რეალმა სწორედ ის შეცდომა გაიმეორა, რაც ინტერმა რობერტო კარლოსის გაყიდვის დროს, რომელიც ბლანკოსს შეუერთდა. კარლოსი რეალში სწორედ მე მივიყვანე და გაკვირვებული ვიყავი, თუ რატომ ყიდდა ნერაძური მას. რობერტოს შეძენა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ტრანსფერი იყო.

„24 საათზე ნაკლებ დროში მე ის ესპანეთში წავიყვანე და კონტრაქტი გავუფორმე. ეს ინტერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა იყო, რომელიც ამჯერად თავად რეალმა გაიმეორა.

„ტეო ძალიან სწრაფი ფეხბურთელია, რომელსაც მოედნის ორივე მხარეს შეუძლია თამაში და მას განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს.“

23 წლის ტეო ერნანდესმა, რომელსაც მილანთან კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს, მიმდინარე სეზონში 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.