Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კაპელო:“ რომ არა მსაჯები, მილანი ჩემპიონთა ლიგაზე გაცილებით უკეთეს პოზიციაში იქნებოდა“

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ მილანის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლის შანსებზე ისაუბრა.

„მილანმა მადრიდში შესანიშნავად ითამაშა, ძლიერი ხასიათი გამოავლინა და სრულიად დამსახურებული ქულები მოიპოვა.

„მილანმა ჩემპიონთა ლიგაზე გასულ ტურებში ძალიან კარგი მატჩები ჩაატარა და ვფიქრობ, რომ მსაჯების გარკვეულმა შეცდომებმა გუნდს ქულები დააკარგვინა, რომლებიც მილანის ახლანდელ სიტუაციას გაცილებით გაამარტივებდა, მაგრამ ახლა ამ თემაზე ფიქრის დრო არ არის.

„ლივერპულის წინააღმდეგ გამარჯვება ძალიან რთული იქნება, მაგრამ პიოლის გუნდმა არაერთხელ დაგვანახა, რომ სირთულეების გადალახვა შეუძლიათ და იმედი მაქვს, რომ ისინი მომდევნო ეტაპზე გასვლას შეძლებენ.“