Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კაპელო:“ რონალდუს გამოუსწორებელი შეცდომა…“

ფაბიო კაპელომ იუვენტუსის ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„იუვენტუსმა ორივე მატჩში ელემენტარული შეცდომები დაუშვა. პირველ შეხვედრაში გუნდმა პორტუს ორივე გოლი აჩუქა, დღეს კი დემირალმა ძალიან ცუდად ითამაშა, თუმცა ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა.

„ყველაზე ცუდი დღეს რონალდუ იყო. სწორედ მისმა გამოუსწორებელმა შეცდომამ, რომელიც მან კედელში დგომის დროს დაუშვა, იუვეს კარში გოლი გამოიწვია, ეს უპატიებელი შეცდომა იყო.“