Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კაპელო:“ რონალდუს წასვლა სრულიად სერია ა-ზე მოახდენს გავლენას“

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ იუვენტუსიდან კრიშტიანუ რონალდუს წასვლა შეაფასა.

„რონალდუს გუნდიდან წასვლა არა მხოლოდ იუვენტუსზე, არამედ მთლიანად სერია ა-ზე მოახდენს გავლენას. ეს იგივე შემთხვევაა, რაც მესის ბარსელონადან წასვლა და გუნდების შემოსავლებს მისი ჩემპიონატში არყოფნა ნამდვილად დაეტყობა.

„რონალდუ და მესი არიან 2 ჩემპიონები, რომლებმაც ისტორია შექმნეს და ფეხბურთი შეცვალეს.

„თუმცა ფეხბურთისთვის განვითარება და წინა პლანზე ახალგაზრდა ფეხბურთელების წამოწევა ყოველთვის კარგი რამ არის. დარწმუნებული ვარ, რომ რონალდუს იუვენტუსიდან წასვლა გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე არც თუ ისე წარმატებულმა ასპარეზობამ გამოიწვია და ახლა მათ ევროპის უძლიერესი გუნდების წინააღმდეგ ჯერჯერობით ტოლ-სწორად ბრძოლა არ შეუძლიათ.

„რონალდუმ იცის, რომ ის კარიერის დასასრულს მიუახლოვდა და უნდა, რომ მაღალ ნოტაზე დაასრულოს, ამაში გასაკვირი არაფერია.“