Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კაპელო:“ სერია ა-ს ფავორიტი ინტერია“

ლეგენდარულმა ფაბიო კაპელომ სერია ა-ს ფავორიტებზე და ინტერი – რეალის დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„რეალის და ინტერის დუელი ძალიან საინტერესო იქნება. ესპანელებმა ბარსელონა დაამარცხეს და ფსიქოლოგიურად ძალიან კარგ მდგომარეობაში არიან, თუმცა თავისი მატჩი ინტერმაც მოიგო, ამიტომ წინ საინტერესო და დაძაბული მატჩი გველის.

„სეზონის სტარტზე ორივე გუნდის მხრიდან უკეთეს შედეგებს ელოდნენ, თუმცა ისინი ახლა ჩვეულ დონეზე არ იმყოფებიან. ორივე გუნდში დაცვის მხრივ გარკვეული პრობლემები არის, თუმცა რეალი მაინც რეალია და ალბათ მცირე უპირატესობა მათ აქვთ.

„სკუდეტო ? ჩემი აზრით, ინტერი ფავორიტად რჩება. ნერაძურის უპირატესობა იუვესთან ის არის, რომ კონტემ გუნდში ერთი წელი უკვე გაატარა და ამის გარდა, ინტერის შემადგენლობა როტაციის საშუალებას უპრობლემოდ იძლევა, ამიტომ ანტონიოს ყველა რესურსი აქვს იმისთვის, რომ სკუდეტო მოიპოვოს.“