Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კაპელო:“ სკუდეტო ? იუვე ჩემპიონობისთვის ვეღარ იბრძოლებს, ნაპოლი ფავორიტია“

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ სკუდეტოსთვის გამართულ ბრძოლაზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, რომ იუვენტუსი ჩემპიონობისთვის ვეღარ იბრძოლებს. ტურინელები ლიდერებს ძალიან ჩამორჩნენ, წინ კი მათ რთული შეხვედრები ელოდებათ. ნეაპოლიდან, მილანიდან, რომადან ქულების წამოღება ისე მარტივი აღარ არის, როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ.

„ნაპოლი ? მე სეზონის დაწყებამდეც ვამბობდი, რომ ისინი ერთ-ერთი ფავორიტები იქნებოდნენ. გატუზომ პარტენოპეის რიგებში ძალიან კარგად იმუშავა, სპალეტიმ კი ფეხბურთელებს ახალი სტიმული მისცა. რა თქმა უნდა, დღევანდელი გადმოსახედიდან ნაპოლი ფავორიტია, მაგრამ მათ წინ რთული გზა ელოდებათ.“