Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კაპელო:“ ფონსეკა ძალიან მომწონს…“

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ რომა – აიაქსის მატჩზე და ჯალოროსის თავკაცზე ისაუბრა.

„მე ფონსეკა ძალიან მომწონს, ის ცოტა შეცდომას უშვებს და გუნდს კარგ ფეხბურთს ათამაშებს. რომას კარგი შემადგენლობა ჰყავს, თუმცა მთელი სეზონის განმავლობაში ჯალოროსი ტრავმებმა გააწამეს, რამაც გუნდის შედეგებს დიდი დაღი დაასვა.

„ასევე არ შიძლება სიტუაცია ედინ ჯეკოსთან დაკავშირებით, რის შემდეგაც გუნდში ცოტა ხნით, მაგრამ სტაბილურობა დაირღვა.

„ჩემი აზრით, რომას მთავარი პრობლემა მეკარეა, რომელმაც სეზონის განმავლობაში ბევრი მარტივი გოლი გაუშვა.

„დღეს ფონსეკას გუნდს ძალიან რთული და დაძაბული მატჩები ელოდება, აიაქსს ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და ისინი რომში თამაშის მოსაგებად ჩამოვლენ, მაგრამ მჯერა, რომ რომა ნახევარფინალში გასვლას მოახერხებს.“