Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კაპელო:“ ჩელსიმ მთელს იტალიას გაკვეთილი ჩაუტარა…“

ფაბიო კაპელომ ჩელსისთან იუვენტუსის მარცხი შეაფასა.

„ვფიქრობ, რომ ეს იყო გაკვეთილი, საფეხბურთო გაკვეთილი მთელი იტალიისთვის. ჩვენ ვხედავთ ლივერპულს, რომელცი ყოველთვის მაღალ სიჩქარეზე და ვერტიკალურად თამაშობს, ვნახეთ ჩელსი, რომელიც უკან პასს ფაქტობრივად არ აკეთებს და წარმოუდგენელი სისწრაფეებით თამაშობს.

„იტალიაში ასეთი ფეხბურთ აღარ არსებობს და ვფიქრობ, რომ ჩვენ სწავლა მოგვიწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპაში წარმატება გაგვიჭირდება.

„ჩვენ იტალიაში ძალიან დაბალ ტემპს ვართ მიჩვეული, ევროპული გრანდების წინააღმდეგ კი უსუსურები ვართ, რაც უნდა შეიცვალოს.“